მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუ უთვალთვალებთ ბავშვებს კედლებიდან, აკეთეთ ეთიკური ჟურნალისტიკა“ - ღასან ხალილი მედიას

 UNICEF-ის ხელმძღვანელი

UNICEF-ის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა ჟურნალისტებს მოუწოდა ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვების თვალთვალი და მათი კითხვებით შეწუხება შეწყვიტონ.

მისი თქმით, ბავშვებმა ეს თავად სთხოვეს.

„მინდა, ჟურნალისტებს ვთხოვო, დაიცვან ეთიკის ნორმები და შექმნან ეთიკური ჟურნალისტიკა. მე ნინოწმინდაში, ბავშვებთან ფეხბურთის თამაშისას ვკითხე, რა სურდათ მათ. მიპასუხეს, რომ არ სურდათ ჟურნალისტებს მათთვის კედლიდან ეთვალთვალათ. „ჩვენ გვინდა სიმშვიდე, არ გვინდა სტრესულ გარემოში ცხოვრება“ - მიპასუხეს ბავშვებმა“, - აღნიშნა ღასან ხალილმა.

ინფორმაციისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან 30 ბავშვის გაყვანა უზრუნველყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება“ - ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

„არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს“ - „World Vision - საქართველოს“ დირექტორი

„ოჯახების მოძიებაზე ვმუშაობთ, იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე