მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოჯახების მოძიებაზე ვმუშაობთ, იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე

შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აღსაზრდელების ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

„როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებების დაცვა.

ქვეყანაში გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსი, ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების ნაცვლად ოჯახის გაძლიერებაზე და ოჯახთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის სერვისების ჩამოყალიბებაზე, როგორიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები.

შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, ის წახალისებული იყოს. ჩვენ იმავე ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათი საუკეთესო ინტერესების გამოვლენა და ოჯახში ინტეგრაცია იყოს წახალისებული.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 23 ბავშვი რჩება. ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებაზე, მათ გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახში ინტეგრაცია და ეს პროცესი გაგრძელდება. ადგილზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ.“ - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან 30 ბავშვის გაყვანა უზრუნველყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო“ - მეუფე ნიკოლოზი

🔴 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

🔴 „დაგვიანდა რეაგირება და ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე