მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომბუდსმენი: ნიკა მელია ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული, თავად პროკურატურასაც შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება

ომბუდსმენი, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნიკა მელიას ხვდება - ნინო ლომჯარიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც ომბუდსმენმა განმარტა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მისი ამჟამინდელი მდგომარეობისა და შექმნილი ვითარების შესახებ გაესაუბრება. ნინო ლომჯარიამ კომენტარი ამნისტიასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს საკითხი შესაძლოა იყოს სადავო იმ პირობის გათვალისწინებით, რომ მასში აქციის დროს არასათანადო მოპყრობაში ბრალდებული პირებიც მოიაზრებიან.

„ვაპირებ ნიკა მელიას მონახულებას, ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ პირველ დღეს ვნახე ნიკა და ამ ვითარებაში, როდესაც მის გათავისუფლებაზეა საუბარი, მინდა ისევ ვესაუბრო. მე ვერავისზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენ, სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ვინმეს გადაწყვეტილებაში. მინდა, რომ მისი აზრი გავიგო და მისი მდგომარეობა შევაფასო.

ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული, თავად პროკურატურასაც შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება, შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს ან საერთოდ შეწყვიტოს დევნა ახალი გარემოებებისა და საჭიროებების გამო.

ძალიან ბევრი ხერხი არსებობს იმისათვის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. მე პოლიტიკურ სიღრმეებში ვერ შევალ. მიმაჩნია, რომ სწორი იყო შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური შეთანხმება, თუმცა ამნისტიის აქტთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება გარკვეული შეკითხვები. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, ამნისტიის შეხება იმ ადამიანებზე, რომლებიც არასათანადო მოპყრობაში შეიძლება იყვნენ ბრალდებულები, ჩვენ განვიხილეთ აქციის ძალადობრივი გზით დაშლა ამ ჭრილში. ეს საკითხი შეიძლება იყოს პრობლემური.

თუ ამნისტია შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში იქნება წინააღმდეგობაში მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, თუმცა, წინასწარ არ გავაკეთებ განცხადებებს“,- განაცხადა ომბუდსმენმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌ნიკა მელია გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლების წინააღმდეგია