საზოგადოება

ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას აუცილებლად მიიჩნევს

სახალხო დამცველი 2020
1622911220
დაკოპირებულია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანასთან დაკავშირებით და აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით.

„არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდისციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება“, - აღნიშნულია ლომჯარიას განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერესებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

👉 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

👉 „დაგვიანდა რეაგირება და ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

👉 „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

გერმანიაში არჩევნები
მიმდინარეობს

არჩევნები გერმანიაში - მოსახლეობა კანცლე...

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით ხდება.

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

1632643975

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1632640624

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.

1632639832

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1632637919
ეკონომიკის მინისტრი
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ბ...

„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი წლიდან, როდესაც სრულმასშტაბიანად ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში, დავნერგოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებით მეტი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა მცირე ჰესები, ქარისა და მზის ენერგოსადგურები, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბაზრის ისეთ ფუნქციონირებას, რომ ენერგომომხმარებლებს, მაგალითად, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობასა და სამომავლო ამოცანების განხილვას მიეძღვნა.

1632595998
ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ჩემ...

ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

„უნდა შეწყდეს პირადი ინფორმაციის გასაჯარ...

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„საქართველო სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებ...

ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად და იმის საჩვენებლად პოლიტიკური ძალები სახელმწიფოებრივად იქცევიან. მისი თქმით, ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ ეუთოს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ.