საზოგადოება

პაატა ბაირახტარი გიორგი ვაშაძეს: პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება

ეკონომისტი პაატა
ბაირახტარი, „სტრატეგია
აღმაშენებლის“
დამფუძნებელი გიორგი
ვაშაძე Pia.ge
1632149473
დაკოპირებულია

„პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ვიდეორგოლს, რომელშიც საპენსიო სესხებზეა საუბარი.

ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას წინასაარჩევნოდ კონკრეტული პროგრამა რომ არ აქვთ ხოლმე, ეს ახალი არავისთვისაა და ალბათ, ასე თუ ისე, მივეჩვიეთ კიდეც ამას. თუმცა, ამჯერად სარეკლამო რგოლებშიც კი ერთმანეთთან შეუსაბამო განცხადებებს ვისმენთ.

კი, ისევ პენსიების თემასა და ბატონი ვაშაძის ვიდეოს მინდა შევეხო, სადაც “უსამართლოდ ძვირ” საპენსიო სესხებზეა საუბარი. პირველი, რაც მინდა ვთქვა – პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შუაშია ერთმანეთთან, თვითმმართველობის არჩევნები და საპენსიო სესხებზე პროცენტის თემა, ან როგორ უნდა გადაჭრას მერიამ და საკრებულომ საბანკო-საფინანსო საკითხები.

შესაბამისად, აშკარაა, რომ თითქოს პროგრესული ვაშაძის პარტია უფროსი თაობის 800.000-მდე ადამიანის გულის მოგებას აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობს. გარდა ამისა, ვაშაძის პარტიას უკვე დაწყებული აქვს მსჯელობა საპენსიო საკითხებზე. თუმცა, სამწუხაროდ, მათგან არც ერთი კონკრეტული მსჯელობა არ მოგვისმენია.

გასაოცარია, როგორ ახერხებენ პოლიტიკოსები პროცენტზე, სესხზე, ბანკებზე, ეკონომიკასა და ფინანსებზე რიცხვების და კონკრეტული მაჩვენებლების გარეშე საუბარს. ასევე, სამწუხაროა, რომ გარდა ტრაფარეტული განცხადებებისა, ვერც ერთი კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ. ბატონი ვაშაძის წარმომადგენლების მხრიდან ისმის საუბარი, რომ ერთი ბანკის მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხი (რასაც ვაშაძე ე.წ. საპენსიო სესხს ეძახის) ძვირია, თან არაადამიანურად ძვირი.

მაგრამ გაუგებარია რაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ძვირია? როგორ დათვალეს, რომ ძვირია? ან რასთან შედარებით არის ძვირი? ან იაფი რამდენია? მოკლედ ბევრი კითხვა არსებობს, რომელზეც სამწუხაროდ კონკრეტული ანალიზის გარეშე, მხოლოდ სადღეგრძელოებით ვისმენთ საუბარს.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გვთავაზობს გიორგი ვაშაძე ამ საპროცენტო განაკვეთის შემცირება-რეგულირებას და რა უნდა იყოს საპენსიო სესხის სამართლიანი ფასი. როგორც უკვე ვახსენე, იგივე ტიპის პროდუქტი სხვა კომერციულ ბანკებში კიდევ უფრო ძვირად ფასობს.

მით უფრო მაშინ, როდესაც „მესამე ძალის“ მიერ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთების „რეგულირების“ სქემა, მსუბუქად, რომ ვთქვათ ბუნდოვანია და ამაზე ადრეც გავამახვილე ყურადღება უფრო დეტალურად. და ისევ – პოპულიზმით საქმე არ კეთდება, ბატონებო“, – წერს ბაირახტარი.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

1634324883

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251
15 ოქტომბერი

ნატყვიარი ბეირუთში, მგზავრი სრული ეკიპირებით,...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„უკომენტაროდ!“ - პატრიარქის ძმისშვილმა ფ...

პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საკუთარ ფეისბუკგვერდზე სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეო გააზიარა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.