მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანსიონში 23 აღსაზრდელია და იმის საჭიროება, რომ სრულად იყოს დაწესებულება დატვირთული, აღარ არსებობს“ - საპატრიარქოს იურისტი

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ამ ეტაპზე 23 აღსაზრდელი იმყოფება და იმის საჭიროება, რომ დაწესებულება სრულად იყოს დატვირთული, აღარ არსებობს.

იურისტის თქმით, მეუფე განიხილავს ყველა საკითხს, თუნდაც, ბენეფიციარებთან შესაძლო კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

„საკადრო ცვლილებები დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის ოპტიმიზაციასთან, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით პანსიონში არის 23 ბავშვი და იმის საჭიროება, რომ სრულად იყოს პანსიონი დატვირთული, აღარ არსებობს. მეუფე განიხილავს ყველა საკითხს, თუნდაც, ბენეფიციარებთან შესაძლო კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

ეზოში შესვლის საკითხი ერთპიროვნულად მან გადაწყვიტა, რაც შეეხება ბენეფიციარებს, აღნიშნული უნდა განხორციელდეს სოცმუშაკებთან და ფსიქოლოგებთან ერთად, რომ რაიმე ისეთი კანონდარღვევა ჩვენი მხრიდან არ იქნეს ჩადენილი“, - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

ინფორმაციისთვის, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „თუ დარღვევები იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებ, არ დამჭირდება ვინმესთან შეთანხმება“ - მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

🔴 „სააკაშვილმა კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო თუ მიბედავდა რამეს“ - მეუფე იაკობი

🔴 მეუფე ნიკოლოზი: მეუფე იაკობს ლექსიკა აქვს ასეთი, გამომწვევი