მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანსიონზე პროპაგანდისტული შტურმი პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან“- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ივლისში ლგბტ უფლებების კვირეულის ორგანიზებას უკავშირდება.

დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს რომ, ეს არის „მოსამზადებელი ეტაპი“ და ის ფართო მასებში „ეკლესიის დისკრედიტაციას“ ისახავს მიზნად.

„ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართო მასებში“ - წერს ჯაღმაიძე.

იხილეთ აგრეთვე:

✅მეუფე ნიკოლოზმა შსს-ს ჟურნალისტებისგან პანსიონის პერიმეტრის დაცვით თხოვნით მიმართა

✅„არასრულწლოვნებმა ჩემთან საუბრისას გაიხსენეს პანსიონში ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები“- ნინო ლომჯარია

✅„ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო“ - მეუფე ნიკოლოზი