მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაა (ვიდეო)

დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შეხლა-შემოხლა სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების შესვლის მოთხოვნას მოჰყვა. მათ 5-6 ივლისის მოვლენებისა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ დეპუტატებისთვის კითხვის დასმა სურდათ.

ოპოზიციის წევრები პრემიერ-მინისტრისგან პასუხისმგებლობის აღებას და მის გადადგომას ითხოვენ.

ამ დროისთვის სხდომათა დარბაზიდან გაყვანილი არიან მედიაორგანიზაციების მენეჯერები და ჟურნალისტების ნაწილი.

ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.