საზოგადოება

პარტიული ბოსების თუ მედიამენეჯერების, ჟურნალისტებს ამოფარებული დამნაშავეების ხელში, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო
უმრრავლესობის წევრი
1627050795
დაკოპირებულია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, მასზე ჟურნალისტები ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავენ. ამის შესახებ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მსგავსი ცრუ სიუჟეტები მას ცნობილ „მოდელირებულ ქრონიკას“ ახსენებს, რითიც საზოგადოებას უდიდესი სტრესი მიაყენეს.

„ჩემს კოლეგებზე არაერთი დეზინფორმაციული სიუჟეტის შემდეგ, როგორც ჩანს ამ შაბათ-კვირას მორიგი ფეიკ-ნიუსის გავრცელებას ჩემზეც გეგმავენ. გუშინ, სახლში სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მოვიდნენ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები და მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ თითქოს გაგვძარცვეს და საყვედურით მეკითხებოდნენ - პოლიციას რატომ არ შეატყობინეო. მშვიდად, აგრესიის გარეშე გავეცი პასუხები, ვუთხარი რომ ეს არის სიცრუე.

საჭიროდ ჩავთვალე წინასწარ მეთქვა თქვენთვის, რადგან თუ ასეთი ყალბი სიუჟეტი გავა, შესაძლოა, ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და მეგობარი შეწუხდეს ამის გამო და ამბის საკითხავად დაგვიკავშირდეს. სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მიწევს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დეზინფორმაციაზე რეაგირება.

საკუთრივ მე, ასეთი ფეიკ-სიუჟეტები და დეზინფორმაცია ცნობილ „მოდელირებულ ქრონიკას“ მახსენებს, როცა აგვისტოს ომის შემდეგ, შეგნებულად, გაფრთხილების გარეშე, ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიით ომის სიმულაცია გააკეთეს და საზოგადოებას დიდი სტრესი და ზიანი მიაყენეს. აშკარაა, რომ ამ ადამიანების - პარტიული ბოსების თუ მედიამენეჯერების, ჟურნალისტებს ამოფარებული დამნაშავეების ხელში, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია. ჩემი საუკეთესო სურვილები და თანაგრძნობა რიგით ჟურნალისტებს, რომლებიც იძულებულები არიან მსგავსი დაკვეთა შეასრულონ და ყალბი სიუჟეტები მოამზადონ“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს
გენერალური დირექტორი
თენგიზ ცერვცაძე Pia.ge

„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632328746

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1632336744

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 22 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1632336226

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632335315

„ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632335036
„2 ოქტომბერს ყველა უნდა
გამოვიდეს და ყველამ უნდა
მისცეს ხმა ცვლილებას“

„ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კატასტროფ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმიანება.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვება...

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები“ - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.