მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატიმარმა ჩაამსხვრია მინები, მაგრამ გისოსების გამო გამოსვლა ვერ შეძლო და გაიგუდა“ - სახალხო დამცველი

ომბუდსმენი, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც 14 ოქტომბერს ხანძრის შედეგად 2 პატიმარი დაიღუპა.

ნინო ლომჯარიას თქმით, პატიმრები სამზარეულოში მყოფი მსჯავრდებულის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა გისოსების გამო მან გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხა.

„მოვინახულე სასადილო, გავესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას. მათი განცხადებით, ხანძარი დაიწყო მოულოდნელად, ძალიან სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, თუმცა, გისოსები იყო.

იყო მცდელობა, რომ გარედან ჩაემსხვრიათ შუშები, ასევე პატიმარი ამსხვრევდა შიგნიდან, მაგრამ გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის გარეთ გამოყვანა. რეალურად, როცა მოვიდა სახანძრო, ასახელებენ დროს, 20 წუთს, და შევიდნენ შესაბამისი აღჭურვილობით, 2 ადამიანი იპოვეს.

მათ ჩაუტარდათ შესაბამისი ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა და დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ 12 რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევას 2 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.