მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქი 89%, გიორგი გახარია 65% - IRI-ს კვლევა

ილია მეორე გიორგი გახარია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტს (IRI) კვლევას აქვეყნებს.

IRI-ს კვლევის თანახმად, საზოგადოების ნდობის რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიარქს აქვს.

IRI-ს კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89 %-მა პატრიარქი დაასახელა, 65 %-მა ექსპრემიერი გიორგი გახარია,ხოლო 54%-მა თბილისის მერი კახა კალაძე.

ამასთან, გამოკითხულთა 52% „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ვდავით ბაქრაძეს ასახელებს, 42% „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას,ხოლო 40% „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

ამავე თემაზე:

✔️ „ქართული ოცნება“ 35%, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ 18% - როგორია პარტიების რეიტინგი?