მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქმა ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

პატრიარქმა ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები, რომლებიც ოლიპმიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ამავე ცნობით, უწმინდესმა და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე ტოკიოში მყოფი ქართველი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში „ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020“ მიმდინარეობს. ოლიმპიურ თამაშებში საქართველო მეშვიდედ მონაწილეობს.