მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენიტენციური: დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური

ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება , რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.