მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი“ - რამაზ დავლაძე

„ფაქტობრივად დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი“

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

მისი თქმით, მისი ერთი შვილი ტრაგედიას იმიტომ გადაურჩა, რომ ის ბაღში იმყოფებოდა.

როგორც რამაზ დავლაძე აღნიშნავს, კორპუსის პირველ სართულზე დაწყებული სამუშაოები მან ტრაგედიამდე მოინახულა და ისეთი რამ, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა, ვერ ნახა.

„ერთ წუთში ცხოვრება თავზე დამენგრა. უბედნიერესი კაცი ვიყავი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება. დამენგრა ცხოვრება, ცრემლს ვეღარ გავაჩერებ ჩემს თვალზე. ერთი ბიჭი დამრჩა, რომელიც სტიმულს მაძლევს ცხოვრების, ამ ტკივილის გადატანის.

არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ღმერთის მეშინია. მუშებთან პირველ რიცხვში მივედი, მათთან ვინც იქ სამუშაოებს აკეთებდა და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედელი და ამისთვის ხელი არ მოეკიდათ. იქ მანამდე იყო 2 ოთახიანი ბინა და რომ ვნახე სამუშაოების დროს, ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. მშენებელი ვარ პროფესიით, არ იყო მანდ ისეთი დანგრეული იმ დროს, რომ რაიმეს კითხვის ნიშნები გამოეწვია, მაგ დროს მზიდი კედლები ადგილზე იყო“, - აცხადებს დავლაძე.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

პროკურატურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

დანაშაული 6 თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

👉 ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

👉 „დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

👉 „მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

👉 ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)