საზოგადოება

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე სკვერი ეწყობა

თბილისის მერი კახა კალაძე
1627463058
დაკოპირებულია

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იცით ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით. მინდა, თბილისის მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტთან დაკავშირებით. საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში, რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ამიტომ, პირველ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნა მომზადდა ამ ადგილზე სკვერის მოსაწყობად და დასკვნის საფუძველზე, ფერდის დამუშავება ისე დაიწყო, რომ ტერასებად დაყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება სავარჯიშო, კალათბურთის, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

„სკვერში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. უკვე მოეწყო LED განათების ქსელი, საყრდენი კედელი და გაბიონები. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს და ჯამში, 240 ხე დაირგვება. ასევე, დაიგება რულონური ბალახი.

სკვერში უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა. ძალიან კარგი პროექტია. ჩვენი მიზანია, მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, მეტად მოწესრიგებული იყოს ის. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იქნება ამისთვის, მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ თბილისელებს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.