მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

პოლიცია, შსს, ლენტი

ფოთში, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

შემთხვევაა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მარკეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით 250 ლარამდე თანხა გაიტაცა, ასევე წაღებულია 1000 ლარამდე თანხის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი.

როგორც საინფორმაციოს სააგენტო PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.