მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ამოიღებს ხმას თუ ბავშვების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

„პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ამოიღებს, ხმას თუ ბავშვების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები“

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაწესებულებაში სრულიად სიმშვიდეა.

„ამ დროისათვის, რასაც ჩვენ გავეცანით, რაც ჩვენ ვნახეთ, აქ სრულიად სიმშვიდეა, ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები ერთადერთი ამ გარემოთი, რაც შეიქმნა, აჟიოტაჟით, და მხოლოდ ამით არიან დაძაბულები. მუშაობენ შესაბამისი სამსახურებიც. მათ შორის გამოკითხვაზეც არიან ბავშვები, რომ შევისწავლოთ გარემოებები.

პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ამოიღებს, ხმას თუკი აქ ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები.

სხვა ინფორმაცია, რაც გავიდა აღძრული საქმეების შესახებ თუ უფლებების დარღვევის შესახებ, ამის მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, კვლევა და უახლოეს პერიოდში იმედია, ნათელი მოეფინება იმ განცხადებებს, რაც იყო გაკეთებული“- აცხადებს მამა ანდრია.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორიგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „ბავშვმა დაასახელა, რომ აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა“ - სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი

👉 „ზრდილობიანად ილაპარაკეთ, არ გაგცემთ კითხვებზე პასუხს“ - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს (ვიდეო)

👉 6-მა არასრულწლოვანმა ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვა