საზოგადოება

პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

აგრარული ოლიმპიადის
გამარჯვებულები
გამოვლინდენ
1627120299
დაკოპირებულია

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა დააჯილდოვეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოში პირველად ჩატარდა აგრარული ოლიმპიადა, რომელშიც სპეციალისტები, ფერმერები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადის ფარგლებში, მომზადდა საკმაოდ მაღალი დონის ტესტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი აგრარული ოლიმპიადა შედგა და ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ოლიმპიადამ დასახული ამოცანები შეასრულა.

საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იყო საკმაოდ მაღალი. სამომავლოდ, აგროოლიმპიადა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს ინტერესს როგორც სასოფლო-სამეურნეო დარგის, ასევე, ზოგადად, სოფლის განვითარების მიმართულებით.

დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში, აგრარულ ოლიმპიადაში უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება, გვეყოლება მეტი გამარჯვებული, რაც აგრარული განათლების პოპულარიზაციას და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აგრარული ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას 4 კატეგორია - სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა. საკონკურსო თემატიკა კი 7 მიმართულებას - აგრონომია, ვეტერინარია, ღვინის ტექნოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია, სატყეო საქმე და მოსწავლეებისთვის გაერთიანებული საკითხები (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა.

ელექტრონულ პლატფორმაზე, ოლიმპიადაში მონაწილეობის 755 მსურველი დარეგისტრირდა. ორ ეტაპად ჩატარებული ტესტირების შემდგომ, პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის 37 გამარჯვებული გამოვლინდა.

„დავაჯილდოვეთ პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სკოლის მოსწავლეები - ისინი არიან ჩვენი მომავალი თაობა. სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ არ შეურჩევიათ მომავალი პროფესია, უკვე ინტერესდებიან სოფლის მეურნეობის დარგით, აგრარული საკითხებით და ერთვებიან კონკურსში. ვფიქრობ, ეს ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებაა“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა.

პირველი აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აგროოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტის პარტნიორები იყვნენ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).

ინფექციური საავადმყოფოს
გენერალური დირექტორი
თენგიზ ცერვცაძე Pia.ge

„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632328746

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1632336744

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 22 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1632336226

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632335315

„ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632335036
„2 ოქტომბერს ყველა უნდა
გამოვიდეს და ყველამ უნდა
მისცეს ხმა ცვლილებას“

„ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კატასტროფ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმიანება.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვება...

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები“ - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.