მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება

პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება2

პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი.

„ქალაქ თბილისში „თელასის“ ნაცვლად მოსახლეობასა და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თ ელ მი კო), ხოლო რეგიონებში, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ნაცვლად - „ეპ ჯორჯია მიწოდება“.

„თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თ ელ მი კო) და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებულ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს.

ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.