მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირველი თებერვლიდან რა რეჟიმი ამოქმედდება, ამაზე ვიმუშავებთ“ - თურნავა

თურნავა პომპეოს ვიზიტზე

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, პანდემიის გამო პირველი თებერვლიდან თუ რა ტიპის რეჟიმი ამოქმედდება, ამაზე მსჯელობა 2-3 კვირის განმავლობაში შედგება.

მინისტრის თქმით. მნიშვნელოვანია კოვიდინფიცირების მაჩვენებლის დაღმასვლა და სტატისტიკის შემცირება.

„პირველი თებერვლიდან რა რეჟიმიც ამოქმედდება, ამაზე ვიმუშავებთ ამ დარჩენილ 2-3 კვირაში. ყველაზე დიდი ალბათობაა ვაჭრობა. ვაჭრობამ დაამტკიცა რომ ძალიან მკაცრად შეუძლიათ დაიცვან წესები, თუმცა ამ დღეებში მათთან კიდევ ვიმუშავებთ.

ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მეტი კონკრეტიკა გამოიკვეთება ამ დღეებში. უნდა იყოს დაღმასვლა ყოველდღიურად ინფიცირების, დღესდღეობით მაღალი მაჩვენებლია ინფიცირების.

ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ სტაბილიზაციას და პროგრესს არაფერი დაემუქრება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ბიზნესის ამოქმედება არის კრიტიკული საკითხი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე პანდემიასთან ბრძოლა“, - აცხადებს თურნავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდება