მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება“ - თბილისის მერი რუსთაველის თეატრის რუსულ გასტროლზე

თბილისის მერი კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, რუსეთში რუსთაველის თეატრის მიერ დაგეგმილი გასტროლების შესახებ კომენტარს აკეთებს..

ის აღნიშნავს, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ.

„გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს თუმცა, იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ, ეს დამაზიანებელი იქნება იმ კონკრეტული სფეროებისთვის. ამიტომ პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში მიემგზავრება.

სახელმწიფო თეატრის დასი ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში, მაგრამ ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში“- გია ვოლსკი

✅„სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც ხელი მოაწერა, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო საქართველოდან“- გოგა ბარბაქაძე

✅„ე, მანდ არ ვერევი“ - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლზე