საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი „სოლიდარობის ფონდს“ დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
1623220889
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „სოლიდარობის ფონდს“ დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, ფონდი 7 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს, მისი ინიციატივით და მთავრობის სრული მხარდაჭერით დაარსდა და წარმატებით ემსახურება კეთილშობილურ მიზანს - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებას.

„დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. 7 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს ჩემი ინიციატივითა და მთავრობის სრული მხარდაჭერით „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ დავაარსეთ.

ჰუმანურობისა და სოლიდარობის ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაცია 7 წელია წარმატებით ემსახურება კეთილშობილურ მიზანს - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებას. ათასობით საჯარო მოხელის, კერძო მეწარმისა და მოქალაქის ძალისხმევით შეგროვილი დაახლოებით 21 მილიონი ლარი, 832 ბენეფიციარი, 4000-ზე მეტი სამედიცინო სერვისი - არცთუ ისე დიდი დროისთვის, ვფიქრობ საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია. ამ ციფრების უკან მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და ბედნიერი ოჯახი დგას.

დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას „სოლიდარობის ფონდის“ თითოეულ შემომწირველს. ეს დღე ჩვენი ერთიანობის დღეა, სიმბოლო იმისა, რომ სიკეთის კეთებისთვის გაერთიანებულ საზოგადოებას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია.

მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ კვლავ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ, ბევრ ოჯახს მოვუტანთ სიმშვიდესა და სიხარულს“ - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.