საზოგადოება

პროკურატურაში სახელმძღვანელოს - „სტატისტიკური მიზნებისათვის დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების შესაბამისობა“ პრეზენტაცია გაიმართა

პროკურატურაში
სახელმძღვანელოს -
„სტატისტიკური
მიზნებისათვის დანაშაულის
საერთაშორისო
კლასიფიკაციებთან
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული
დანაშაულების
შესაბამისობა“
პრეზენტაცია გაიმართა
1623332035
დაკოპირებულია

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმძღვანელოს - „სტატისტიკური მიზნებისათვის დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების შესაბამისობა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, „ევროკავშირი საქართველოსთვის - EU4 Georgia“-ს მხარდაჭერით გამოიცა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელმა ტერი სქეიფმა გახსნეს.

როგორც ნათია მერებაშვილმა აღინიშნა, სახელმძღვანელოს შექმნის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სტატისტიკური მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობების თემატური დაკავშირება განხორციელდა საერთაშორისოდ შეთანხმებულ და აღიარებულ დანაშაულის კლასიფიკაციებთან, რომელიც საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ კონცეფციებს, განმარტებებს და პრინციპებს ეფუძნება, რათა გაუმჯობესდეს დანაშაულის სტატისტიკის თანმიმდევრულობა და საერთაშორისო შედარებითობა, აგრეთვე ანალიტიკური შესაძლებლობები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

„საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლობას აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურამ ევროკავშირის დახმარებით, ანალიტიკური მიმართულების გაძლიერების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

სახელმძღვანელოზე ადგილობრივ ექსპერტთან ერთად, ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს უფროსმა მკვლევარმა პოლ რობერტ სმიტმა და ადგილობრივმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ღლონტმა იმუშავეს, რომლებმაც პრეზენტაციაზე სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ონლაინ ჩართვისას, უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ ექსპერტების და პროექტში ჩართული პირების რეკომენდაციები გათვალისწინებული და გაზიარებული იქნა სახელმძღვანელოზე მომუშავე ჯგუფის მიერ. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაზე და აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია ადაპტირებული კანონმდებლობა ევროკავშირთან.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის (იურისდიქციის) სისხლის სამართლის კოდექსებით დადგენილი დანაშაულის შემადგენლობები ხშირად როგორც შინაარსით, ასევე დასახელებებით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. იმისთვის, რომ ამ გარემოებამ შეუძლებელი არ გახადოს, ან მნიშვნელოვნად არ გაართულოს დანაშაულის სტატისტიკის მიმართულებით მომუშავე ანალიტიკოსთა საქმიანობა, 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა დანაშაულის საერთაშორისოდ შეთანხმებული და აღიარებული კლასიფიკაციების სახელმძღვანელო - https://www.unodc.org/documents/data-and analysis/statistics/crime/ICCS/ICCS_English_2016_web.pdf და წევრ სახელმწიფოებს ზემოხსენებულ კლასიფიკაციებთან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესაბამისობის დოკუმენტის ეროვნულ დონეზე დანერგვისკენ მოუწდა, რაც საქართველოსთან მიმართებაში საქართველოს პროკურატურის ანალიტიკური გუნდის ინიციატივით და ძალისხმევით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

იტალიური კლუბი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ გუნდის 21 წლის მეკარე თათია გაბუნიათი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

1624204204
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

სიტყვის თავისუფლება ტყუილის ტირაჟირებას არ ნი...

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

აჭარაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის...

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.