მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა ხდება ნინოწმინდაში? “ - საპროტესტო აქცია პარლამენტთან

აქცია რუსთაველზე

პარლამენტის შენობასთან ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები.

საპროტესტო აქცია მოძრაობა „სირცხვილია“-ის მიერ არის ორგანიზებული.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მოძრაობის „ზნეობა დაიცავი“-ს ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერებიც იმყოფებიან. ისინი კონტრაქციას მართავენ.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ლგბტ აქტივისტებს, უტევენ დედა ეკლესიას.

„ისინი უტევენ ზნეობას, სოდომის ცოდვის გავრცელება უნდათ ბავშვებში, რადგან მეუფე სპირიდონმა არ შეუშვა და დაიწყებდნენ სოდომის პროპაგანდას, ამიტომ სახელმწიფომ დაიჭირა მსოფლიო დიქტატურის მხარე და ეწევა ამ ორგანიზაციის დაშლას. ეს ეკლესიის დაშლის ერთ-ერთი მცდელობაა“, - აცხადებს ფალავანდიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის შესაძლებლობა მიეცეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება“ - ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

✔️ „ოჯახების მოძიებაზე ვმუშაობთ, იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ „ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო“ - მეუფე ნიკოლოზი