მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება ძალაში? - ახალი გადაწყვეტილებები სრულად

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნა, 2020 წ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.

სააგენტო PIA.GE გთავაზობთ აღნიშნულ ინფორმაციას სრულად:

👉 არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის პროცესის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 1-ლი ივლისიდან გაუქმდეს ღამის საათებში - 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა (კომენდანტის საათი)

👉 გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება

👉 დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული

👉პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის ტრანსპორტის გაჩერებებზე, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა

⭕ „კომენდანტის საათი“ უქმდება

⭕ რესტორნები, კაფეები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ