მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რადიკალური დაჯგუფების წევრები TV პირველის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი

რადიკალური დაჯგუფების წევრები პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას, ბრბო ამოვიდა ოფისში. ჯერ თმებში წვდნენ ჩვენს ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიას და მერე მთელი აგრესია გადმოვიდა ჩემზე. არავის არაფერი უთქვამს, წამოვიდა გინების კორიანტელი, კამერა წამართვეს, აპარატურა გაანადგურეს, ძირს ურტყამდნენ კამერას“, - აღნიშნა ოპერატორმა.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 მინდა, პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ, ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ - გურამ ფალავანდიშვილი

🔴 „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა „გირჩის“ ოფისს კვერცხები ესროლეს (ვიდეო)

🔴 „ნაცობა დაგვაბრალა პრემიერ-მინისტრმა“- გიორგი თაბაგარი