მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რადიკალური ჯგუფები „ფორმულას“ კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

თავდასხმა ჟურნალისტზე

ქაშვეთის ეკლესიასთან, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ, ჰომოფობიური ჯგუფები „ფორმულას“ კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტი რატი წვერავა და ოპერატორი სუხო ელბაქიძე ერთ-ერთ სასულიერო პირთან ცდილობდნენ გასაუბრებას, რა დროსაც მათ აქციის მონაწილეები გადაეღობნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„რამდენიმე ათეული ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. კითხვის დასასმელად მივდიოდით. ახლა პოლიციის ავტომობილში ვართ. სრულად დამტვრეულია ინვენტარი, დაკარგული გვაქვს პირადი ნივთებიც“, - ამბობს რატი წვერავა.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

✅რადიკალური დაჯგუფების წევრები TV პირველის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

✅რადიკალური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)

✅„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მიდიან