მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენი ხანი შეიძლება ეს კითხვა დაისვას?! - თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე (ვიდეო)

„არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება“

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობრივ ქმედებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ათობით პირია დაკავებული.

„რამდენი ხანი შეიძლება ეს კითხვა დაისვას? როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს?! უნდა ვიცხოვროთ რეალობაში, ყოველდღიურ რეალობაში. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, იცით თქვენ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, დაკავებულია ათობით და ასობით პირი. სამართლებრივ კითხვას მისმევთ და მეც გეკითხებით - ვინ არის ორგანიზატორი? რა დანაშაული მიუძღვის და რაზე არ მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება?!“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

ინფორმაციისთვის, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი.

👉 კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 23 პირი

👉 „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი

👉 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა