მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რატომ გაქრა სახელმწიფო? რატომ არ ჰქონდათ 5 ივლისს სახელმწიფო?“ - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

„რატომ გაქრა სახელმწიფო? რატომ არ ჰქონდათ 5 ივლისს სახელმწიფო?“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ დავსვათ ის კითხვები, რაც ხალხს აინტერესებს და აწუხებს. აბსოლუტურად გაუგებარია ოპოზიციის ქცევა. თუ გოგონები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო მზაობა, სხდომაზე მოსულიყო ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, მათთვის დაგვესვა კითხვები, ამაზე იყო კატეგორიული უარი. რა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და საყურადღებო ხალხისთვის,მოსულიყვნენ შს მინისტრი და პრემიერი, მათთვის კითხვები დაგვესვა, თუ გვენახა ის რაც ვნახეთ?!“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მისი თქმით, არის კითხვები, რომელზეც პასუხები გვჭირდება.

„ის არაჩვეულებრივი ბიჭი რომ გარდაიცვალა, მაინტერესებს გარდაიცვალა თუ არა 5 ივლისს მიყენებული ტრავმებით? რით გარდაიცვალა? მზად არის თუ არა ხელისუფლება იმისთვის, რომ სანდო გახდეს გამოძიება, ჩართონ უცხოელი ექსპერტები და გამომძიებლები ? გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას 5 ივლისთან დაკავშირებით?!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ ჭამოთ ეს პრიმიტიული მესიჯბოქსი“

👉 ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავეს