მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება? მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად“ - რობერტ სტურუა

რეჟისორი

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თქმით, თეატრის მსახიობების ჩასვლამდე მან მოსკოვში სცენა წინასწარ უნდა ნახოს.

სტურუას თქმით, ხელოვნებას საზღვრები არ აქვს და მას უკვირს ის კრიტიკა, რაც დასის მოსკოვში დაგეგმილ გასტროლს მოჰყვა.

„წინასწარ მივდივარ, სცენა უნდა ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ და უნდა ითამაშონ. იცით რა მაკვირვებს? რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება? როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით.

ხელოვნებას არა აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, თუ რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსებმა“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს სტურუამ.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში მიემგზავრება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

ამავე თემაზე:

👉 რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება

👉 „ასეთი ისტერიკის ატეხა ნორმალური არ არის“ - თეატრმცოდნე რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლზე

👉 „ე, მანდ არ ვერევი“ - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლზე

👉 „სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც ხელი მოაწერა, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო საქართველოდან“- გოგა ბარბაქაძე