მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც სოსო გოგაშვილმა თქვა აღიარება იყო იმისი, რასაც ამდენი წელია ვამტკიცებთ“ - მიხეილ რამიშვილი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მამა გიორგის ციანიდი ჩადებული ჰქონდა“. 

ადვოკატის თქმით, დეკანოზი შორენა თეთრუაშვილმა, მეუფე იაკობმა და გარკვეულმა ჯგუფმა გაწირა.

„რაზეც ის საუბრობდა, რომ თითქოსდა კრიმინალია დეკანოზი, თითქოსდა ციანიდი მას ჰქონდა, ამით პირიქით ის დადასტურდა, რომ ზუსტად არაფერი ჰქონდა დეკანოზს, მას ჩადებული ჰქონდა ციანიდი.

ყველაფერი რაც სოსო გოგაშვილმა თქვა ზუსტად აღიარება იყო იმისი, რასაც ჩვენ ამდენი წელია ვამტკიცებთ და რაც დასტურდება, რომ დიახაც გაწირა შორენა თეთრუაშვილმა, გაწირა იაკობმა, რომელიც ახლა ქორეპისკოპოსობიდან გადმოვიდა და იმ გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც მოკალათებულნი არიან და მაგათი დადგმული სპექტაკლი იყო“, - აღნიშნა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში მამა გიორგის მამალაძეზე და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მამალაძე კრიმინალია და ის თანამზრახველებთან ერთად არაკეთილსინდისიერად ითვისებდა ეკლესიისათვის შემოწირულ თანხებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „სოსო გოგაშვილმა ირიბად დაადასტურა, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა“ - თორნიკე მამალაძე

✔️ „მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი; შემოწირულობები ადრესატამდე არ მიდიოდა“ - სოსო გოგაშვილი

✔️ „ციანიდს მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის“ - გოგაშვილის ვერსია ციანიდის საქმეზე