საზოგადოება

რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

რესპუბლიკის მოედნიდან
თავისუფლების მოედნამდე,
სატრანსპორტო მოძრაობა
დროებით შეიზღუდა
1634210023
დაკოპირებულია

14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.

„მელიქიშვილის ქუჩიდან, მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145, N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე. შემდეგ, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.

ავტობუსები N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „რუსთაველს“, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“. შემდგომ, მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით.

ავტობუსების N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით.

ავტობუსები N2, N20, N25, N39, N43, N59, N80 დაასრულებენ მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.

ავტობუსები N4, N10, N90, N103, N106, N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან მოძრაობენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობას დაასრულებენ ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ასევე, მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ).

ავტობუსი N124 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

აშშ 8 ოქტომბრის შემდეგ სრულად ვაქცინირებული 33 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ BBC იუწყება.

1634366016

თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე აქტივისტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად თბილისი პრაიდი ავრცელებს.

1634365539

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ანა სუბელიანი ავრცელებს.

1634330674

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

1634326133
ევაკუაცია ბათუმში

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახ...

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

თურნავა: საქართველოს, ევროკავშირსა და თუ...

„ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება მკვეთრად გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით, ეს შეეხება ტექსტილს, ავეჯს, სამშენებლო მასალებს, პლასტმასს, ფოლადის ნაწარმს, ქაღალდსა და მუყაოს და სხვ. გარდა ამისა, ასეთი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს ინვესტიციებს თურქეთიდან, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ შეთანხმების ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სრული მობილიზება არ გვქონდაო რომც თქვან,...

„სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან“, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და 14 ოქტომბრის აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთ...

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.