მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესტორნები, კაფეები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

საქართველოში მოლები და ღია რესტორნები გაიხსნა, 1 ივნისი 2020 წელი

1-ლი ივლისიდან რესტორნები, კაფეები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებაზე გავრცელდება.

„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებსა და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ასევე, სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა

⭕ „კომენდანტის საათი“ უქმდება

⭕ ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას 2 კვირაში მიიღებს