მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიონის ხეობის მცველები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე შესვლასთან დაკავშირებით პოლიციის პასუხს ელოდებიან

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო.

რიონის ხეობის მცველები ამ დროისთვის გუმათში არიან შეკრებილი, სადაც ისინი პოლიციისგან ითხოვენ პასუხს, შეუძლიათ თუ არა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე დაბრუნდნენ.

აქციების მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვენ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნეს ცნობილი და რიონის ხეობაში შეწყდეს ჰესის სამშენებლო სამუშაოები.

როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, ხელისუფლებამ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებით, პროცესი დროებით გადადო და ჰესის აშენებას მაინც აპირებს, რაც მიუღებელია.

„ხელისუფლებას თავისი თავი შეჰყავს ისეთ ჩიხში, საიდანაც ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გაუჭირდება გამოსვლა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათში, სადაც რიონის ხეობის მცველების კარვებია გაშლილი, კვლავ აღმართულია რკინის კონსტრუქცია და მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, აქციის მონაწილეებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე დაბრუნების საშუალება არ ეძლევათ.

ცნობილია, რომ რიონის ხეობის დასაცავად 23 მაისს ფართომასშტაბიანი აქცია თბილისში გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა

„ველოდით, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით წაგვიყვანდა“ - რას გეგმავენ რიონის ხეობის მცველები

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ