მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ინტერესში შედის, ახალი თამაში წამოიწყოს კავკასიაში - პეტრე ცაავა დავით გარეჯის თემას გამოეხმაურა

მამა პეტრე ეზოში

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა დავით გარეჯის თემას გამოეხმაურა. 

შეფასებისას იგი ამბობს, რომ კარტოგრაფები წინასაარჩევნო „კამპანიად" გამოიყენეს და ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესშიც შედიოდა. ამ საკითხის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„წინასაარჩევნო ბინძურ კამპანიად გამოიყენეს, რა თქმა უნდა, ეს იყო ГРУ-ს პროექტი, ტელევიზიების წყალობით, იმისა, რომ ინფორმაციამ გაჟონა, მოასწრო ინფორმირება საღი აზრისა, მაინც გასაყალბებელი გამოდგა არჩევნები.

მე ვფიქრობ, რუსეთი არ დაცხრა, რომლის ინტერესებშიც ეს იყო, მას ახალი ინტერესები აქვს, რაღაც პირობები გაუჩნდა ყარაბაღის ომის შემდეგ პერიოდში კავკასიაში, რათა ახალი თამაში წამოიწყოს. ის არ დაცხრა, ვინაიდან რეგიონალური კონფლიქტი ყველაზე მეტად აწყობს მას, არამხოლოდ ქართველი ერის, არამედ, კავკასიის დაუძინებელ მტერს", - ამბობს პეტრე ცაავა.

მისივე თქმით, რუსეთს, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ "ახალი თამაშის" წამოწყება უნდა.

იგი ამ საქმეს ე.წ. ციანიდის ამბავს ადარებს და ამბობს, რომ აქაც იგივე დამოკიდებულება ჩანს, როგორც პროკურატურის, სამღვდელო დასის, ასევე, ხელისუფლების მხრიდან.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️გიორგი გახარია: დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის

✔️მეუფე იაკობი: თუ სახელმწიფო არ მოაგვარებს, დავით გარეჯის საკითხს ჩვენ გავარკვევთ

✔️„რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს?“ - საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე