მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა

უკრაინელები ოლიმპიადაზე

რუსეთის პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა.

23 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ტრადიციულად, ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნების დელეგაციები გამოვიდნენ.

რუსეთის პირველმა არხმა პირდაპირი ეთერი უგანდის დელეგაციის გამოსვლის დროს შეწყვიტა და რეკლამა გაუშვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უგანდელების შემდეგ უკრაინელი ოლიმპიელები გამოდიოდნენ. უკრაინელების გამოსვლის დასრულებიდან მალევე, მათ რეპორტაჟი გააგრძელეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული აქვს ანექსირებული.