მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე დაშავებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა სჭირდება

საავადმყოფოს დერეფანი

„ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

მისივე თქმით, კლინიკაში ოთხი პირია მიყვანილი, რომელთაგან ყველას მდგომარეობა სტაბილურია.

„აქციის ადგილიდან ოთხი პირია მოყვანილი, ამათგან ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება და კლინიკიდან უკვე წასულია.

ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლების მოტეხილობით, საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტია ჯერჯერობით კვლევის სტადიაში.

ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ერთი ადამიანი იმყოფება საოპერაციოში ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო უტარდება ოპერაცია“,- აღნიშნა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

მათ პარლამენტთან კარვები დაარბიეს, ამავდროულად ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს და დააზიანეს მათი ტექნიკა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები“ - ნინო ლომჯარია

👉 რადიკალური დაჯგუფების წევრები „მთავარი არხის“ ოპერატორს თავს დაესხნენ (ვიდეო)

👉 „მივიღე გადაწყვეტილება ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება“ - ნიკა გვარამიას განცხადება