მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა

აქცია რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან როგორ საპარლამენტო, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ყველა იმ ადამიანის კანონის სიმკაცრით დასჯას ითხოვენ, რომლებიც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს.

აქციის მონაწილეები ეტაპობრივად იკრიბებიან, სიტყვით გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს კლავენ“

👉 ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დათო კუტალაძე დააკავეს

👉 „ღარიბაშვილის გადადგომას ხმამაღლა გამოვაცხადებ, ეს დრო არ იქნება შორს“