მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გზაზე

რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ასევე საპატრულო პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.