პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რუსთავის N17 ციხეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამავე ინფორმაციით, ციხეში ხანძრის ჩასაქრობად 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
„N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა.