მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავში მკვლელობა მოხდა

რუსთავში მკვლელობა მოხდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 27 წლის ახალგაზრდა.

ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, 26 წლის მამაკაცი დაიჭრა, მეორე კი ადგილზე გარდაიცვალა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებს არკვევს.