მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის ხელისუფლების დროს მითხრეს, რომ ჩემს მოსმენას აპირებდნენ“ - მეუფე ნიკოლოზი (ვიდეო)

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, წინა ხელისუფლების დრო მას უშიშროების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მის მოსმენას აპირებდნენ.

სასულიერო პირის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ის მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები წინ არასოდეს დახვდებოდა.

„სააკაშვილის ხელისუფლების დროს დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებენ ჩემს ჩაწერას. ნუ, აი, სულ, რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი... ვუთხარი, რომ თანახმა ვარ. ოღონდ, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ იმაზე, რომ პროფესიონალები გვისმენდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასოდეს. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარავინ აღარ დამკავშირებია. ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია“ - პრემიერი ფარულ მოსმენებზე

🔴 „არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“ - გომელაური