მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს“ - ეკატერინე ტიკარაძე

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან სააკაშვილი უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო კვლევითა და მედიკამენტით.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია ზოგადად, მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციის გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება.

მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ დროისთვის, ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტული კვლევითა და მედიკამენტური დახმარებით, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისათვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძეს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადგება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, იგი გადაყვანილი იქნება პენიტენციური სამსახურის ნომერ 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში.

მისი თქმით საავადმყოფოში იქნება იზოლირებული და ასევე აღნიშნა, რომ ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია და ყველას მიმართ მიდგომა იქნება თანასწორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „თანახმა ვარ მედიკამენტოზურ ჩარევაზე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴„ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი, ეს შანსი არ უნდა გავუშვათ“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴„მიხეილ სააკაშვილი არის ზვიად გამსახურდიას გზის გამგრძელებელი“ - ადვოკატი

🔴„მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი