მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე (4-5 იანვარს გერმანიაში და 6 იანვარს ავსტრიაში) სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, შესაბამისად აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა - რას წერდა ლაშა თორდია სააკაშვილის ხარჯებზე

მიხეილ სააკაშვილი

აუდიტის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ყოფილ პრეზიდენტს ძალოვანი უწყებები სულაც არ ედავებიან მხოლოდ პიჯაკების ყიდვას და ეს საქმეც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, სწორედ იმის გამო შეიფუთა ე.წ „პიჯაკების საქმედ“, რომ საზოგადოებაში რეალური დანაშაულის მიზეზები დაეფარათ, თუმცა რეალობა განსხვავებულია, რასაც აუდიტის დასკვნაც ადასტურებს.

დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში ათი ათასობით ლარს ხარჯავდა. საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილს ძვირად ღირებულ ვოიაჟებში ხშირად თან ახლდა საკუთარი თანაგუნდელები და მასთან დაახლოებული პირები.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. ამ საქმის მთავარი მტკიცებულება აუდიტის დასკვნაა, რომელიც სხვა ხარჯებთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის უცხოურ ვოიაჟებს ასახავს. ექსპრეზიდენტი 2009 წლის 8-10 იანვარს ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც დელეგაციის წევრებად ახლდნენ დავით ბაქრაძე, თემურ იაკობაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თემურ ჯანაშია, გიგა ბოკერია, რაფაელ გლუკსმანი, ნიკა ყიფშიძე და ალანა გაგლოევა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტი მხოლოდ 8-10 იანვარს იყო განსაზღვრული, პრეზიდენტი 4-5 იანვარს გერმანიას, 6 იანვარს ავსტრიას, 7-დან 10 იანვრამდე, ისევ გერმანიას და 11-13 იანვარს ბათუმს სტუმრობდა. ანუ, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტი, განსაზღვრულია მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (8-10 იანვარი), ხოლო დანარჩენ თარიღებში სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე (4-5 იანვარს გერმანიაში და 6 იანვარს ავსტრიაში) სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, შესაბამისად აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა.

ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2010 წლის 3 იანვრიდან 12 იანვრამდე - ავსტრიის ქალაქ ჰინტერგლემის სასტუმრო „MARTEN”-ში ანაზღაურებულია პრეზიდენტის მეუღლის, მისი სიმამრის და შვილების განთავსების ხარჯები.

გარდა ამისა, 3 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით ავსტრიული სატრანსპორტო კომპანიის მიერ 3 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად და 8-12 იანვარს 2 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად დაფიქსირებულია საქართველოს საელჩო, ხოლო აღნიშნული მომსახურების ღირებულება 47,315 ლარი (19,405 ევრო) ანაზღაურებულია დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. სულ ამ პერიოდში აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურებულმა ხარჯმა 117 ათას ლარს გადააჭარბა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

🔴 „სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

🔴 „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე