საზოგადოება

„სააკაშვილის პრობლემა 24 ოქტომბრამდე თუ არ გადაწყდა, მერე უკვე აბსოლუტურ საშინელებას უნდა ველოდეთ“ - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე
ქართველი ექიმი
1634244571
დაკოპირებულია

„მიხეილ სააკაშვილის პრობლემა თუ არ გადაწყდა 24 ოქტომბრამდე, მერე უკვე აბსოლუტურ საშინელებას უნდა ველოდეთ“, - ამის შესახებ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

იგი შიმშილობის დროს ადამიანის ორგანიზმში მოსალოდნელ გართულებებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ჯანმრთელ ადამიანს საკვების გარეშე მაქსიმუმ 40 დღე შეუძლია გაძლოს, თუმცა სისხლის დაავადების ქონის შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო სწრაფად მძიმდება.

„აგვისტოს ბოლოს ბერლინში 8 ახალგაზრდა აქტივისტმა, რამდენიმეთვიანი ტრენინგის მერე ორგანიზებულად დაიწყეს შიმშილობა გერმანიის ეკოლოგიური კურსის შეცვლის მოთხოვნით. ეს იყო შიმშილობა, სველი შიმშილობა, წყლის მიღებით. მე 16 დღეს 7 აქტივისტმა შეწყვიტა შიმშილობა ძლიერი სისუსტის გამო. მერვემ გააგრძელა და 25ე დღეს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯანმრთელი ადამიანი თეორიულად 40 დღემდე შიმშილობას იტანს, ასე წერია ლიტერატურაში. თანამედროვე ცხოვრების სტილის ადამიანს კი არ შეუძლია ამგვარი სახის და ასე ხანგრძლივი შიმშილობა. როცა გამოილევა ღვიძლში დაგროვილი შაქარი და დაიწყება ცილის წვა ენერგიისთვის, უკვე იწყება ის პროცესი, რაც კარგად იციან მაგალითად ფეხბურთელებმა ხანგრძლივი და დამტვირთავი მატჩის შემდეგ, იწყება ლაქტატური პროცესები.

იწყება ცილის მონელების გამო მისი ნაკლებობა და ის სითხე, რასაც ადამიანი იღებს, ვერ გამოიყენება ეფექტურად, მიუხედავად იმისა რომ უჯრედებს სითხის ნაკლებობა აქვთ, ცილის უკმარისობის გამო ეს არათუ მიღებული სითხე, არამედ თავად უჯრედშორისი სითხე გუბდება ქვედა კიდურებში, ფილტვისა და გულის ფურცელთშორის, ანუ პლევრაში და პერიკარდში. ეს იწვევს სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობას, ჟანგბადის ნაკლებობას, ანაერობულ მეტაბოლიზმზე გადასვლას და .... როცა ადამიანს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მაგალითად სისხლის წითელი სხეულების ნაკლებობა თალასემიის დროს ან თალასემიის ასაკში ხშირად თანმხლები დიაბეტი, ეს კიდევ უფრო აჩქარებს და ამძიმებს სიტუაციას.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ქართულ მედიცინაში, საკუთარი გამოცდილებთ იმ მინიმუმ 1000 ქართველი პაციენტიდან, რომელმაც მე ამ ეპიდემიის პერიოდში მომმართა და ბევრი სამედიცინო სპეციფიკური ინფორმაცია მომაწოდა საქართველოში მკურნალობისა და დიაგნოსტიკური კვლევების ინტერპრეტაციის შესახებ, სრული და ასპროცენტიანი დაჯერებით მინდა ვუთხრა ყველას, რომ მით უმეტეს და ციხის ექიმები ვერ შეაფასებენ სიტუაციას სათანადოდ და დროულად. მიხეილ სააკაშვილის პრობლემა თუ არ გადაწყდა 24 ოქტომბრამდე, მერე უკვე აბსოლუტურ საშინელებას უნდა ველოდეთ.

სამარცხვინოა მიშა სააკაშვილი „ციხის წერილებზე“ ამოფარება და ალიბური მტკიცება, „ასე უნდა მიშასო, „რა გზა აქვს მიშა სააკაშვილს, რომ სხვა სახის წერილი მოიწეროს? ჯერ ერთი და პირად ექიმს არ უშვებენ და გგონიათ რომ იმას გამოიტანენ გარეთ, რაც მართლა სურს მიშას? და მეორეც, ვის უნდა თხოვოს და მოუწოდოს დახმარება? დარჩა კი ვინმე საქართველოს პოლიტიკური ლიდერებიდან, ვინც აცნობიერებს სიტუაციას? არ იყო სრული სამარცხვინოება, ასეული კილომეტრგავლილი ადამიანები, რომლებიც ათიათასობით ჩავიდნენ თბილისში, 3 თუ 4 საათის მერე დაშალო? ეს უკვე მერამდენედ.

ნუთუ ეპარება ვინმეს იმაში ეჭვი, რომ ბიძინას პერიოდში გამძღარ პოლიტიკანებს ერთი მისხალითაც ადარდებთ სააკაშვილის ბედი? მიშა სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა ესაა ერთადერთი გზა და გამოსავალი რომ არ დაიღუპოს დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი დამოუკიდებელი პრეზიდენტი“, - წერს იაგო ფრანგიშვილი.

ექიმის პოზიციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და პირადად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის დახმარებით მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს.

„მიშა სააკაშვილის პირადი გმირობა იქნება შიმშილობის შეწყვეტა, რადგან, ამით ის ქართველ ხალხს არ ჩააგდებს იმ სიტუაციაში, რომელშიც მთელი საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ. შიმშილობის შეწყვეტით იქნება და ვიღაცამ გააქილიკოს და ტოქშოუში იხუმრონ, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება გმირული გზა და ცოტათი მაინც მოგვწმენდს ყველას იმ სირცხვილს, რომ პრეზიდენტის დაჭერა სათანადოდ ვერ გავაპროტესტეთ.

მე პირადად კი, ყველა ღონეს ვიხმარ მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად უკრაინის მიერ. ვისაც აქვს სურვილი, ერთად და პირადად მივმართოთ უკრაინის საელჩოებს უცხოეთის ქვეყნებში, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილს გადაარჩინონ.

რა თქმა უნდა, ეს საქართველოს უდიდესი სირცხვილია, მაგრამ, არაუშავს, 4 მილიონ ადამიანზე გადანაწილებული ეს სირცხვილი უფრო ადვილი ასატანია, ვიდრე ის თაობათა მანძილზე ვერმორეცხილი ცოდვა, რასაც ერქვა ზვიად გამსახურდიას მოკვლა და რასაც დაერქმევა მიშა სააკაშვილის ციხეში ჩაკვლა. მე ჩემი პირადი ქმედების გზა უკვე არჩეული მაქვს“, - აღნიშნავს იაგო ფრანგიშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.