მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილმა თანამოაზრეებს შეუთვალა, მეორე ტურის შემდეგ მელია თანამდებობიდან გადააყენონ და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შვილი დანიშნონ - სულხან მოლაშვილის ძმა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და აღნიშნულ პოსტზე მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი დანიშნონ, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„რადგანაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და კარგად ხვდება, რომ მას საქართველოში მომავალი არ აქვს, თავის თანამოაზრეებს შეუთვალა ბატონმა მიხეილმა, რომ არჩევნების მეორე ტური რომ დამთავრდება, ყრილობა ჩაატარეთ, ნიკა მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო. გეგმებს აწყობს, თვითონ ხომ ააშენა საქართველო და თვითონ ხომ აგვაყვავა, ამდენი ხალხი ჩახოცა და გაამწარა.

ხალხი შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი, ააშენა, ბევრი რამ გააკეთა - სისხლის, სიკვდილის და ცრემლების ფასად გააკეთა ყველაფერი. მიხარია, რომ საქართველოში ვართ ამდენი ადამიანი, ვისაც გვაქვს იმის უნარი, რომ დავინახოთ და გავაჩინოთ შავი და თეთრი“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ჯალათი ციხეში“ - ამ მოწოდებით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.