მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს პოლიტიკისათვის ასამართლებენ და არა იმისათვის, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა“ - გიგი თევზაძე

ფილოსოფოსი გიგი თევზაძე

ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მას სწორედ პოლიტიკისთვის ასამართლებენ.

თევზაძის თქმით, ის, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა და აქტიურობა სურს, გაბედული ნაბიჯია.

„გამაოცებელია, როდესაც თავს ასე სწირავს პოლიტიკოსი ქვეყნისთვის. ჩამოვიდა, შიმშილობს და ჩაჯდა ციხეში. არავის ჰგონია სააკაშვილი ისეთი სულელი, რომ გახდეს პრეზიდენტი და მერე ავტორიტარული სისტემა დაამყაროს. ეს იცის, რომ არ გამოუვა.

მნიშვნელოვანია ის, რომ მას ასე სურს შემოვიდეს და დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, არსად წასულა ყოველთვის დღის წესრიგში იყო. ის რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა და აქტიურობა უნდა, ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია.

მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ ქვეყანაში, უკრაინაში კარგად იყო. ხშირად ამბობენ, რომ კარგი სამსახური ჰქონდა. კი ჰქონდა. 10-15 წელიწადი გადასარევად დარჩებოდა ევროპელ პოლიტიკოსად და ევროპული პოლიტიკის ადმინისტრატორად.

როცა ლაპარაკობენ, რომ ნახევარი კილო თაფლი შეჭამა და მერკანტილური მიზნებისთვის ჩამოვიდა, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არის. ვფიქრობ, კარგად მოიფიქრა სააკაშვილმა, როდესაც ჩამოდიოდა. ეს არის ის ნაბიჯები, რომლის შეფასება სხვანაირად არ არსებობს.

სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პატიმარია, იმიტომ რომ მას პოლიტიკისათვის ასამართლებენ და არა იმისათვის, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა“, - აღნიშნა თევზაძემ „მთავარის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

🔴 „ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა“ - ექიმი კომაროვსკი სააკაშვილზე (ვიდეო)

🔴 „ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)