მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებას საქართველოს საელჩო ეხმაურება.

„ქართულ მედია საშუალებებში გავრცელდა საქართველოს მოქალაქის ინტერვიუ, სადაც იგი საუბრობს საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობაზე.

საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულებაა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ.ხ.). ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა, გუშინ, 18 ივლისს.

დაკავებულმა განგვიცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში ასევე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმარის ყაჩაღობის საქმეზე, რომელზეც, პოლიციის ინფორმაციით, მისი კავშირი დადასტურდა შესაბამისი დნმ-ის ექსპერტიზით, უდანაშაულოა, და თვლის რომ არ უნდა იყოს დაკავებული.

მას განემარტა, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ გაირკვეს სიმართლე აღნიშნულ საქმეზე და რომ მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს წყვეტს სასამართლო, მისი ადვოკატი დაიცავს მის ინტერესებს.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება.

აღსანიშნავია, საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავების მომენტიდან კომუნიკაციაში იმყოფება ასევე ათენის პოლიციას შესაბამის განყოფილებასთან, სადაც განგვიმარტეს რომ აღნიშნულ პიროვნებას 20 წლის გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალი არასდროს ჰქონია წაყენებული.

თავდაპირველად ის დააკავეს არალეგალურად ჰყოფნის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, და მოგვიანებით შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, გამოიკვეთა მისი ბრალეულობა ათენში მცხოვრები 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმარის ყაჩაღობის საქმეში. პოლიციის ინფორმაციით ამჟამად ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან მოპყრობის საკითხს, აღნიშნულის შესახებ საქართველოს მოქალაქეს საელჩოსთვის არ განუცხადებია, თუმცა ჩვენ დავუკავშირდებით საბერძნეთის შესაბამის უწყებებს აღნიშნულის გადამოწმების და რეაგირების მიზნით. სხვა მხრივ დაკავებულს არაერთხელ აღმოეჩინა დახმარება, სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საელჩოს შუამდგომლობის შემდეგ“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.