მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად არის გავრცელებული ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში და რა იწვევს მას? - მარინა ენდელაძის განმარტება

საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევა

ექიმი, ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის განმარტებას აკეთებს.

ინფექციონისტის თქმით, ზოოზონური დაავადებები (როდესაც დაავადება ცხოველიდან ადამიანზე გადადის) ზაფხულის აქტივობებთან არის დაკავშირებული.

მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ყველა ტკიპა ინფიცირებული არ არის, თუმცა მოსახლეობა მაინც ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციას წარმოადგენს.

„კორონავირუსის გარდა, ინფექციები რაც ადრე იყო, არსად წასულა და ყოველთვის იქნება. ზაფხულის სეზონზე უფრო მეტად აქტიურდება ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები, ენტეროვირუსები და ასე შემდეგ. ქალაქგარეთ აქტივობებთან დაკავშირებული ზოოზონური დაავადებებია, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და სხვადასხვა ინფექციები.

როგორც გითხარით, ძირითადად, ქალაქგარეთ აქტივობებთან არის დაკავშირებული. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, ტკიპის ყველა ნაკბენი არ ნიშნავს დაავადებას და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას. ყველა ტკიპა ინფიცირებული არ არის. ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუკი დაინფიცირებული ტკიპა ადამიანს უკბენს. ყირიმ-კონგოს შემთხვევები ბევრი არა, მაგრამ მაინც გვაქვს.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება არ არის ის დაავადება, რომელიც ძალიან ბევრი უნდა იყოს. ის მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციას და თუ დროული მკურნალობა არ ჩატარდა, ლეტალურად მთავრდება. ახალციხის, ასევე, კასპის მხარე უნდა იყოს ფრთხილად, შიშის ფაქტორის ჩანერგვაც არ შეიძლება მოსახლეობაში, მაგრამ მაინც ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ დაავადებას ჰქვია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ცხელება რადგან ჰქვია, ტემპერატურული რეაქცია უნდა იყოს. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ტკიპის ნაკბენით ვრცელდება და არის საკმაოდ მძიმე ინფექცია. ერთადერთი პრევენცია ტკიპებისგან დაცვაა“, - აღნიშნა ექიმმა ენდელაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

რა არის ყირიმ-კონგო?

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.

ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებენ.

ამავე თემაზე:

✔️ როგორ დავიცვათ თავი ყირიმ-კონგოსგან

✔️ როდის არის ყირიმ-კონგოს აქტიურობის პერიოდი? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✔️ ცერცვაძე: ყირიმ-კონგოს ცხელებისთვის საქართველომ კოვიდის პირობებშიც უნდა მოიცალოს