მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება“ - ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

საპატრიარქოს პიარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი არ დაიხურება და ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.

ჯაღმაიძის თქმით, ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საკითხი უნდა იქნეს გადაწყვეტილი.

„მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საკითხი უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვის ინტერესები არ გადაიფაროს.

დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარი არის იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები“, - აცხადებს დეკანოზი ჯაღმაიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ოჯახების მოძიებაზე ვმუშაობთ, იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე

✔️ „ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ყველა დიდი ზომის არალეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს“ - „World Vision - საქართველოს“ დირექტორი